კისლინგმა შესაძლოა კარიერა ზამთარში დაასრულოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კისლინგმა შესაძლოა კარიერა ზამთარში დაასრულოს


კისლინგმა შესაძლოა კარიერა ზამთარში დაასრულოს

ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ვეტერანმა შტეფან კისლინგმა, შესაძლოა საფეხბურთო კარიერა ზამთარში დაასრულოს.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ 33 წლის გერმანელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ბუცებს ლურსმანზე პირველი წრის დასრულების შემდეგ ჩამოკიდებს.

"ბაიერის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჰეიკო ჰერლიხი, კისლინგს დიდად არ ენდობა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შტეფანმა მინდორზე მხოლოდ 2 წუთი დაჰყო.

შტეფან კისლინგი, რომლის მოქმედი კონტრაქტი გაისად იწურება, ლევერკუზენული კლუბის ნამდვილი ლეგენდაა, რომელმაც "ფარმაცეპტების" მაისურით 334 მატჩში 128 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები