გიოტცემ შესაძლოა ჰამბურგთან ითამაშოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გიოტცემ შესაძლოა ჰამბურგთან ითამაშოს


გიოტცემ შესაძლოა ჰამბურგთან ითამაშოს

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ბოშმა, "ჰამბურგთან" თამაშის წინ გუნდის საკადრო მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარიო გიოტცეს მდგომარეობა ოპტიმალურია.

"თუ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, გიოტცეს "ჰამბურგთან" გამოყენებას მოვახერხებთ. რაც შეეხებათ ბარტრასა და შურლეს, ისინი ვარჯიშობენ, მაგრამ ჯერ მზად არ არიან.

რაც შეეხება თვითონ მატჩს, "ბორუსიას" მიზანი ყოველი თამაშის მოგებაა და მნიშვნელობა არ აქვს შინ ვთამაშობთ თუ გასვლაზე", - აღნიშნა პიტერ ბოშმა.

25 წლის გერმანელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ტოტენჰემთან" გასვლით თამაშში (1:3), ცხვირის დაზიანება მიიღო და ბუნდესლიგის წინა ტურის მატჩი "კიოლნთან" (5:0) გამოტოვა.

დორტმუნდის ბორუსია გერმანიის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ჰამბურგს" გასვლაზე 20 სექტემბერს დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია მარიო გიოტცე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები