კეიტა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეიტა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


კეიტა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

"ლაიფციგის" ცენტრალური ნახევარმცველი, ნაბი კეიტა, საკუთარ გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

გერმანული ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 22 წლის აფრიკელი "მ.ბორუსიასთან" შეხვედრაში (2:2) არასპორტული თამაშის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გასულ უქმეებზე, ბუნდესლიგის მე-4 ტურში, ნაბი კეიტამ კრისტოფ კრამერის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და "ბორუსიას" ნახევარმცველს გაშლილი ფეხი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. ამის შედეგად "ლაიფციგის" ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

ნაბი კეიტა "ხარებს" ბუნდესლიგის მომდევნო ტურებში, "აუგსბურგის", "აინტრახტისა" და "კიოლნის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი ნაბი კეიტა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები