ნოიერმა შესაძლოა 3 თვე გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნოიერმა შესაძლოა 3 თვე გამოტოვოს


ნოიერმა შესაძლოა 3 თვე გამოტოვოს

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა, რომ მანუელ ნოიერმა დღევანდელ ვარჯიშზე კვლავ ტერფის დაზიანება მიიღო.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ ნოიერმა კვლავ მარცხენა ფეხის ტერფი მოიტეხა და საკუთარ გუნდს მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

"Bild-ს" ინფორმაციით, მიუნხენური გრანდის ახალი კაპიტანი უახლოეს დღეებში მეორე ოპერაციას გაიკეთებს და ძალიან დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარს სრულიად გამოტოვებს.

მანუ ნოიერმა მარცხენა ფეხის ტერფი გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალთან", მოიტეხა და გუნდს მხოლოდ აგვისტოს ბოლოს დაუბრუნდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მანუელ ნოიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები