რობენი შალკესთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რობენი შალკესთან მატჩს გამოტოვებს


რობენი შალკესთან მატჩს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურში, სტუმრად გელზენკირხენის "შალკეს" წინააღმდეგ, მიუნხენის "ბაიერნს" არიენ რობენი დააკლდება.

ხვალინდელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, აღნიშნა, რომ 33 წლის ჰოლანდიელი თამაშს ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვებს.

"რობენს გრიპი აქვს, ამიტომაც "შალკეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს", - მოკლედ განმარტა პაპა კარლომ.

გერმანული გრანდი "შალკეს" ხვალ საღამოს, ჩვენი დროით 22:30 საათზე დაუპირისპირდება და რობენის გარდა გუნდს მანუელ ნოიერიც დააკლდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი არიენ რობენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები