ნევილმა ვალენსია შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნევილმა ვალენსია შეაქო


ნევილმა ვალენსია შეაქო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა და მარჯვენა მცველმა, ლეგენდარულმა გარი ნევილმა, ანტონიო ვალენსია შეაქო.

"ის ბოლო ორი წელი დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ანტონიო გუნდს ხანგრძლივ პერსპექტივაში ვერ გამოადგებოდა და ის უბრალოდ დროებითი მარჯვენა მცველი იყო, სანამ გუნდი ამ პოზიციაზე ვინმეს დაიმატებდა.

თუმცა ვალენსია უბრალოდ ბრწყინვალეა! ის სწრაფია, ძლიერია, შეტევას კარგად ეხმარება და შეცდომებს არ უშვებს. "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მარჯვენა მცველი არ სჭირდება.

ვფიქრობდი, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე მატეო დარმიანი შეიძინეს, მაგრამ ანტონიო მასზე ერთი თავით მაღლა დგას", - განაცხადა ნევილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები