ანჩელოტი: "მაღალი დონის თამაში უნდა გავაგრძელოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტი: "მაღალი დონის თამაში უნდა გავაგრძელოთ"


ანჩელოტი:

მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ, გელზენკირხენის "შალკესთან" ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა.

"მაინცის" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და სამმა ქულამ თავდაჯერებულობა შეგვმატა. გვინდა, რომ "შალკეს" წინააღმდეგ მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ.

ვფიქრობ, გამარჯვებული გუნდი არასოდეს უნდა შეცვალო, მაგრამ მჯერა, რომ როტაცია მოთამაშეებს მოტივაციას აძლევს და მათ კარგ ფორმას უნარჩუნებს.

ჯერ პარიზში გასამართ საღამოზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. "შალკე" კარგი გუნდია, რომელმაც 9 ქულა დააგროვა", - აღნიშნა 58 წლის იტალიელმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კარლო ანჩელოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები