საკი: "ბაიერნს შესაძლოა ახალი მწვრთნელი სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საკი: "ბაიერნს შესაძლოა ახალი მწვრთნელი სჭირდება"


საკი:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არიგო საკიმ, მიუნხენის "ბაიერნის" თამაში შეაფასა.

"ამ სეზონში "ბაიერნის" ყველა თამაში ვნახე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდმა ენთუზიაზმი დაკარგა.

რაც უფრო ასაკოვანი ხდები, მით უფრო მეტ გრძნობასა და სურვილს კარგავ. ასეთია ცხოვრება. ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია, რომელსაც კვლავ დიდი ავტორიტეტი აქვს.

რომელ სხვა მწვრთნელს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტული სამჯერ? მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაღწია წარმატებებს, მაგრამ "ბაიერნს" ახლა ცვლილებები არ აწყენდა.

თუ რაღაც-რაღაცეები კარგად ვერ მიდის, მაშინ ყველას შეუძლია, რომ მწვრთნელი გააკრიტიკოს", - აღნიშნა არიგო საკიმ "Football-italia-სთა" საუბრისას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები