დემბელეს ტრავმის გამო ლა ლიგამ შესაძლოა ხეტაფე დასაჯოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დემბელეს ტრავმის გამო ლა ლიგამ შესაძლოა ხეტაფე დასაჯოს


დემბელეს ტრავმის გამო ლა ლიგამ შესაძლოა ხეტაფე დასაჯოს

ლა ლიგის გასულ ტურში, "ალფონსო პერესზე" ოუსმან დემბელემ ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ სამ თვეს გამოტოვებს.

კატალონიური გუნდი "ხეტაფეს" მინდვრის საფრით უკმაყოფილო იყო და მათ ფრანგი ფეხბურთელის დაზიანებაც ამ ფაქტს დააბრალეს.

ცნობილია, რომ ლა ლიგის წარმომადგენლები უკვე ესტუმრნენ მადრიდში, "ალფონსო პერესს" და სტადიონის მინდვრის საფარი შეისწავლეს.

MARCA წერს, რომ ისინი "ხეტაფეს" სტადიონით კმაყოფილები არ დარჩენილან.

არ არის გამორიცხული, რომ გუნდი სტანდარტების დარღვევის გამო დაისაჯოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები