ატლეტიკომ თანხა დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატლეტიკომ თანხა დაასახელა


ატლეტიკომ თანხა დაასახელა

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" "ჩელსის" ოფიციალური წინადადებით მიმართა.

დიეგო სიმეონეს გუნდი მზად არის დიეგო კოშტას სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადოს და დამატებით 10 მილიონი ევრო ბონუსების სახით.

ამ მომენტისთვის 28 წლის ესპანელი "ჩელსის" ღირსებას იცავს, თუმცა ანტონიო კონტე მას არ ათამაშებს.

როგორც იცით, კოშტა ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ არის შეყვანილი, რაც იმის საშუალებას აძლევს "ატლეტიკოს", რომ ის ფლეი ოფის შეხვედრებში, იანვრიდან გამოიყენოს.

გაცნობებთ, რომ ესპანელი ფორვარდი "ჩელსიში" 2014 წელს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები