რუნი სასამართლომ დასაჯა - 100 საათი საზოგადოებრივ სამსახურში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუნი სასამართლომ დასაჯა - 100 საათი საზოგადოებრივ სამსახურში


რუნი სასამართლომ დასაჯა - 100 საათი საზოგადოებრივ სამსახურში

ინგლისის სასამართლომ უეინ რუნი დამნაშავედ სცნო და მართვის მოწმობა ორი წლით ჩამოართვა.

ასევე, ქალაქ მანჩესტერის სასამართლომ 31 წლის ბრიტანელს სასჯელის სახით 100 საათით საზოგადოებრივ სამსახურში მომსახურება გამოუტანა, რომლის შესრულებაც რუნის მომავალი 12 თვის განმავლობაში შეეძლება.

1 სექტემბერს, ბრიტანეთის პოლიციამ ინგლისელი მაშინ გააჩერა, როდესაც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მის ორგანიზმში ალკოჰოლის დოზა, დაშვებულზე 3-ჯერ მეტი აღმოჩნდა.

რუნი სასამართლო პროცესზე ბოდიში მოიხადა და მის საქციელს მიუტევებელი უწოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები