რეალი პელეს სანტოსს გაუთანაბრდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი პელეს სანტოსს გაუთანაბრდა


რეალი პელეს სანტოსს გაუთანაბრდა

მადრიდის "რეალმა" პელეს "სანტოსის" რეკორდი გაიმეორა.

1963 წელს, ბრაზილიურმა გუნდმა ზედიზედ 73 ოფიციალურ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

გასულ კვირას, "რეალმა" "სოსიედადი" 3:1 დაამარცხა და ეს მადრიდული გუნდის ზედიზედ 73-ე მატჩი აღმოჩნდა, სადაც გოლის გატანა შეძლო.

შემდეგ შეხვედრას, ზიდანის გუნდი 20 სექტემბერს მართავს. ლა ლიგის მატჩში "რეალი" "ბეტისს" უმასპინძლებს და შეეცდება რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები