100 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო რუნისთვის. როგორ ასამართლებენ სხვადასხვა ფეხბურთელებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

100 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო რუნისთვის. როგორ ასამართლებენ სხვადასხვა ფეხბურთელებს?


100 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო რუნისთვის. როგორ ასამართლებენ სხვადასხვა ფეხბურთელებს?

დღეს მერსისაიდული "ევრტონის" ინგლისელი თავდამსხმელი, უეინ რუნი გაასამართლეს. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელი მოთამაშე რამდენიმე დღის წინ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილს მართავდა, რომლის დროსაც ის პოლიციამ დააფიქსირა.

ინგლისელ თავდამსხმელს გარკვეული დროით მართვის მოწმობა ჩამოერთვა და 100 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები დააკისრეს.

ზინედინ ზიდანი, 3 დღე

დიახ, პოლიცია დიდებულ მოთამაშეებთანაც მკაცრია. საინტერესოა, თუ რატომ დასჭირდა ზიდანს 3 დღის საზოგადოებრივი სამუშაოების ჩატარება, თუმცა ალბათ ყველას კარგად გვახსოვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის მკერდში თავი ჩაარტყა და დისკვალიფიკაცია მიიღო. სასჯელის სახით, ზიდანი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ამუშავეს, თუმცა რამდენად მკაცრი იყო ეს სასჯელი თავად ზიზუსთვის, ეს თავად განსაჯეთ.

ნათან დაიერი, 60 საათი

რაში დასჭირდა ფეხბურთელს, რომელსაც ყოველკვირეულად 100 ათასობით გირვანქა ერიცხება, საზოგადოებრივი სამუშაოების ჩატარება, ეს ნათან დაიერის მაგალითზე ძალიან მკაფიოდ ჩანს. ინგლისელი მოთამაშე ღამის კლუბში დააკავეს, რომელიც "საუთჰემფტონის" მოთამაშეებთან ერთად იმყოფებოდა. ღამის კლუბის პერსონალმა მოთამაშეს მობილური ტელეფონი და საათი ჩამოართვა. გარდა ამისა, ფეხბურთელს 40 ათას გირვანქიანი ჯარიმა 60 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოც დაეკისრა.

ლუკას ჰერნანდესი, 80 საათი

ძალიან აგრესიული თამაშის და მსაჯის შეურაცყოფის გამო, ლუკას ჰერნანდესმა საკმაოდ სერიოზული ჯარიმა მიიღო. მაშინ, როცა ლუკასის ძმა - ტეო ერნანდესი მადრიდის "რეალთან" აფორმებდა კონტრაქტს, ლუკასი ჯარიმის სახით 180 ათას ევროს იხდიდა და გარკვეული დროით მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად მუშაობდა.

უეინ რუნი, 100 საათი

ბოლო ორი წლის განმავლობაში უეინ რუნი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჭესთან მჯდომი უკვე მესამედ ან მეოთხედ შეამჩნიეს. ისტორია ძალიან მარტივია. დაახლოებით 10 საათი იმყოფებოდა რუნი პაბში, საიდანაც ლამაზ გოგონასთან ერთად გამოვიდა და მანქანაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაჯდა. უეინის დისციპლინა ამ ფაქტმა კიდევ უფრო შელახა.

ჯეიმს ტომკინსი, 100 საათი

2013 წელს შარში "ვესტ ჰემის" ინგლისელი მცველი, ჯეიმს ტომკინსი გაეხმა. ფეხბურთელი პოლიციამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დააკავა და 3,5 ათასი გირვანქა სტერლინგის ჯარიმა დააკისრა. თუმცა, კლუბში ეს ჯარიმა საკმარისად არ ჩათვალეს და სემ ალარდაისის ავტორიტეტის შენარჩუნების მიზნით, ტომკინსს დამატებით 100 საათი "ვესტ ჰემის" ახალგაზრდულ მინდვრებზე მუშაობა მოუწია.

კარლოს ტევესი, 250 საათი

რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტიში" მარიო ბალოტელის და კარლოს ტევესის მისვლის შემდეგ, დისციპლინის პრობლემა გაჩნდა. ინგლისურმა პრესამ გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ უვლიდა კარლოს ტევესი "ეტიჰადის" მიმდებარედ მყოფ ყვავილებს. გარდა ამ საქმისა, არგენტინელი მოთამაშე 1000 გირვანქა სტერლინგითაც დაისაჯა. ტურინულ "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელი მთლიანად ფეხბურთზე იყო ორიენტირებული.

გარდა ამ მოთამაშეებისა, საზოგადოებრივი სამუშაოები შესრულებული აქვთ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც:მარკ ბოსმანი, გარი ო'კონორი, რომარიო და სერჟ ორიე არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები