ანჩელოტი: "სანამ პარიზში ჩავალთ და პსჟ-ს შევხვდებით, 2 ურთულესი მატჩი გველის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტი: "სანამ პარიზში ჩავალთ და პსჟ-ს შევხვდებით, 2 ურთულესი მატჩი გველის"


ანჩელოტი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი "პსჟ"-სთან გასამართ შეხვედრაზე ჯერ არ ფიქრობს.

"სანამ პარიზში ჩავფრინდებით და პსჟ-ს შევხვდებით, ორი ძალიან რთული მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ჯერ მხოლოდ ამ შეხვედრ​ებზე ვფიქრობთ.

შალკე კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით. სეზონიც ნორმალურად დაიწყეს და ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის.

გეთანხმებით, რომ ბაიერნი სათანადოდ ვერ თამაშობს, მაგრამ თუ სტატისტიკას შეხედავთ, ნახავთ, რომ 7 შეხვედრიდან 6 მოვიგეთ", - აცხადებს ანჩელოტი.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი "პსჟ"-სა და "ბაიერნს" შორის, 27 სექტემბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები