გვარდიოლა: "მოდი და არ ახვიდე ჩელსის დონეზე, როცა ამდენ ფულს ხარჯავ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "მოდი და არ ახვიდე ჩელსის დონეზე, როცა ამდენ ფულს ხარჯავ"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობაზე ისაუბრა.

"გასულ სეზონში კარგად ნამდვილად არ გვითამაშია. ჩელსი და ტოტენჰემი ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდები იყვნენ.

თუმცა მიმდინარე სეზონში, ჩვენ უკვე ჩელსის დონეზე ვართ. მოდი და არ იყო, როცა ტრანსფერებში 220 მილიონს დახარჯავ.

ეს საკმარისი არაა და სიტი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, რათა სეზონი წარმატებულად დაასრულოს", - აცხადებს გვარდიოლა.

პრემიერ ლიგის ახალი სეზონი "სიტიმ" მართლაც ძალიან კარგად დაიწყო და "მანჩესტერთან" ერთად ცხრილის სათავეშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები