უცნაური გადაწყვეტილება: ფერდინანდი კარიერას ახალ სპორტში იწყებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უცნაური გადაწყვეტილება: ფერდინანდი კარიერას ახალ სპორტში იწყებს


უცნაური გადაწყვეტილება: ფერდინანდი კარიერას ახალ სპორტში იწყებს

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა საფეხბურთო კარიერა უკვე წლებია დაასრულა.

ბრიტანული მედიის დადასტურებული ინფორმაციით, 38 წლის ფერდინანდს პროფესიონალური კარიერის დაწყება კრივში სურს.

ცნობილია, რომ ფერდინანდი აქტიურად ვარჯიშობს და ვიდეოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს ხოლმე. ის ცდილობს, პროფესიონალი მოკრივის ლიცენზია მოიპოვოს.

ფერდინანდი არ არის პირველი, რომელიც ფეხბურთიდან ბოქსში მიდის. ეს უცნაური გადაწყვეტილება წლების წინ კურტის ვუჰაუზმაც მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები