იუვენტუსი ბუფონის შემცვლელად იან ობლაკს მოიაზრებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსი ბუფონის შემცვლელად იან ობლაკს მოიაზრებს


იუვენტუსი ბუფონის შემცვლელად იან ობლაკს მოიაზრებს

ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელები მადრიდის "ატლეტიკოს" გოლკიპერის, იან ობლაკის საქმიანობით ინტერესდებიან, იტყობინება უცხოური გამოცემა - AS.

ამ ზაფხულს კლუბმა ვოიცეხ შესნი შეიძინა, თუმცა ალეგრი დარწმუნდა, რომ უფრო მაღალი დონის კიპერი სჭირდება.

39 წლის ბუფონისთვის, დიდი ალბათბით, 2017/18 წლების სეზონი ბოლო იქნება.

24 წლის ობლაკს "ატლეტიკოსთან" 2021 წლამდე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 100 მილიონ ევროს შეადგენს.

2016/17 წლების სეზონში ობლაკმა 30 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 21 გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები