ბონუჩის ცოლი: "ლეონარდომ იუვენტუსი ალეგრისთან კონფლიქტის გამო დატოვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბონუჩის ცოლი: "ლეონარდომ იუვენტუსი ალეგრისთან კონფლიქტის გამო დატოვა"


ბონუჩის ცოლი:

"მილანის" ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის ცოლმა, მარტინა მაკარიმ განაცხადა, რომ მოთამაშემ ტურინის "იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტის გამო დატოვა.

"მისი გადაწყვეტილება გუნდის გამოცვლის თაობაზე, ალეგრისთან გახლდათ დაკავშირებული. მე ვთვლი რომ პროფესიონალიზმი ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ლეონარდომ გუნდის დატოვება გადაწყვიტა და ახლა ის ახალ კოლექტივშია. ეს არის და ეს.

ლეონარდომ თავად გადაწყვიტა, რომ ეთამაშა "მილანში", ხოლო თავისი ყოფილი კლუბის დატოვება კი ალეგრისთან კონფლიქტის გამო მოუხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახში მეტი დერბი აღარ იქნება (ბონუჩის შვილი - ლორენცო "ტორინოს" და ანდრეა ბელოტის დიდი ფანია)", - განაცხადა ბონუჩის ცოლმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები