კურტუა: "ჩელსის ფეხბურთელები ბედნიერები არიან იმის გამო, რომ აზარი ფორმას იბრუნებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კურტუა: "ჩელსის ფეხბურთელები ბედნიერები არიან იმის გამო, რომ აზარი ფორმას იბრუნებს"


კურტუა:

"ჩელსის" გოლკიპერ ტიბო კურტუას უხარია, რომ გუნდის გარემარბი, ედენ აზარი ლიგის თასზე "ნოტინგემ ფორესტთან" გასამართ 1/16 ფინალურ მატჩში პირველივე წუთებიდან შეძლებს თამაშს.

ზემოთაღნიშნული შეხვედრა ბელგიელისთვის შესაძლოა ახალ სეზონში ძირითად თერთმეტეულში პირველი აღმოჩნდეს.

"ვიცით, რომ ედენი საუკეთესო ფორმაში ჩადგომაზე მუშაობს, "არსენალთან" მატჩში მისი დონე დავინახეთ, კინაღამ გოლი გაიტანა", - ციტირებს კურტუას სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

"ბედნიერები ვართ, ახლა კი ვიმედოვნებთ, რომ მეტ სათამაშო დროს მიიღებს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები