კონტეს ლუისის არყოფნაში კრისტენსენის იმედი აქვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტეს ლუისის არყოფნაში კრისტენსენის იმედი აქვს


კონტეს ლუისის არყოფნაში კრისტენსენის იმედი აქვს

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, დარწმუნებულია, რომ ანდრეას კრისტენსენი დავიდ ლუისს წარმატებით შეცვლის.

"ლუისის დანაკარგს გავუმკლავდებით. ჩვენ გვყავს კრისტენსენი, რომელიც შესაძლოა ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეა, მაგრამ ის კარგი ბიჭია და მისი მჯერა", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, "ლონდონის "არსენალთან" დერბიში (0:0), ბრაზილიელმა მცველმა უხეშობის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო 3 თამაშს გამოტოვებს.

ლუისის ადგილს უახლოეს ტურებში 21 წლის დანიელი მცველი დაიკავებს, რომელმაც ამ სეზონში უკვე 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ სასტარტო შემადგენლობაშიც იმყოფებოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები