ეტოოს სურს, რომ ინტერის მთავარი მწვრთნელი გახდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ეტოოს სურს, რომ ინტერის მთავარი მწვრთნელი გახდეს


ეტოოს სურს, რომ ინტერის მთავარი მწვრთნელი გახდეს

მილანის "ინტერის" ყოფილი თავდამსხმელი, სამუელ ეტოო, შესაძლოა იტალიურ კლუბს მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდეს.

ამის შესახებ გამოცდილი კამერუნელი ფორვარდის ამჟამინდელი კლუბის, "ანთალიასპორის", წარმომადგენელმა, ჯორჯ გარდიმ, ისაუბრა.

"მან ჩვენს კლუბში ორი არანორმალური სეზონი ჩაატარა. თურქეთის ჩემპიონატში, "ანთალიასპორის" რიგებში, მის ანგარიშზე 39 გატანილი ბურთია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივოს.

რას გააკეთებს სამუელი პენსიაზე გასვლის შემდეგ? მას სურს, რომ მთავარი მწვრთნელი გახდეს და ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს "ინტერი" ჩაიბაროს", - აღნიშნა გარდიმ.

სამუელ ეტოო "ნერაძურის" ღირსებას 2009-11 წლებში იცავდა და 2009/10 წლების სეზონში მან "ინტერთან" ერთად ტრებლი მოიგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი სამუელ ეტოო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები