ზიდანი რეალთან გაახანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი რეალთან გაახანგრძლივებს


ზიდანი რეალთან გაახანგრძლივებს

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, დაადასტურა, რომ "სამეფო კლუბთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

"ახალი კონტრაქტის საკითხი? ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ არაფერს ნიშნავს. მე მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობ და მომავალს წინასწარ არ ვჭვრეტ, რადგან ეს საკმაოდ რთულია", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა "Marca-სთან" საუბრისას.

ზინედინ ზიდანის მოქმედი ხელშეკრულება გაისად იწურება და მოსალოდნელია, რომ ზიზუ კონტრაქტს წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს.

45 წლის ფრანგმა "სამეფო კლუბი" 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და სადებიუტო სეზონში "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. გასულ კამპანიაში კი მადრიდელებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დუბლი გაიფორმეს და ლა ლიგასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ მეორედ მოიგეს.

2016 წლის იანვრიდან მოყოლებული ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალს" 7 ტიტული მოაგებინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი ზინედინ ზიდანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები