დე შილიო 3-4 კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დე შილიო 3-4 კვირას გამოტოვებს


დე შილიო 3-4 კვირას გამოტოვებს

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველი, მატია დე შილიო, საკუთარ გუნდს 3-4 კვირით გამოაკლდა.

24 წლის იტალიელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონასთან" შეხვედრაში (0:3), მიიღო და მინდორი პირველივე ტაიმში იძულებით დატოვა.

დე შილიოს ტრავმა მოსალოდნელზე მსუბუქი აღმოჩნდა, მაგრამ იტალიის ეროვნული ნაკრების დამცველს დაახლოებით 1 თვის გამოტოვება მაინც მოუწევს.

მატია დე შილიო "ბებერმა ქალბატონმა" ამ ზაფხულს "მილანიდან" დაიმატა და იტალიელმა ახალ სეზონში მხოლოდ 1 თამაში ჩაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მატია დე შილიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები