დუგარი: "ნეიმარი პსჟ-ს ბოსი არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დუგარი: "ნეიმარი პსჟ-ს ბოსი არ არის"


დუგარი:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კრიტოფ დუგარიმ, "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, გააკრიტიკა.

"ნეიმარი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ის "პსჟ-ს" ბოსი არ არის. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, მაშინ თამაშისთვის შემადგენლობასაც ნეიმარი შეარჩევს. ემერი სიტუაციაში უნდა ჩაერიოს.

ნეიმარს შეუძლია, რომ პარიზული კლუბის ბოსი გახდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ის გუნდს ფასეულ ტიტულს მოაგებინებს.

კავანი უკვე 4 წელია "პსჟ-ს" ღირსებას იცავს და ის არ არის ადამიანი, რომელიც ვიღაცას ცხოვრებას გაურთულებს. ედინსონი ძალიან მომწონს. ის მთელი მატჩის განმავლობაში გიჟივით დარბის და არასოდეს არაფერზე წუწუნებს.

ვფიქრობ, რომ კავანიზე ასეთი ზეწოლა არასწორია", - აღნიშნა დუგარიმ.

პარიზელთა მთავარი ახალწვეული და ედინსონ კავანი მიმდინარე სეზონში პენალტების თაობაზე ვერ თანხმდებიან. ნეიმარმა ურუგვაელ ფორვარდს უკვე ორჯერ სთხოვა თერთმეტმეტრიანის შესრულება, მაგრამ კავანიმ ბურთი არცერთხელ არ დათმო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები