იოზილი ლიგის თასზე ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იოზილი ლიგის თასზე ვერ ითამაშებს


იოზილი ლიგის თასზე ვერ ითამაშებს

ლონდონის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი, მესუტ იოზილი, ინგლისის ლიგის თასის მომდევნო თამაშსაც გამოტოვებს.

28 წლის გერმანელს მუხლის პრობლემები აწუხებს და ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩი, სტუმრად "ჩელსის" წინააღმდეგ (0:0), უკვე გამოტოვა.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ იოზილი თავის გუნდს ვერც ინგლისის თასის მესამე წრეში, შინ "დონკასტერ როვერსის" წინააღმდეგ, დაეხმარება.

არსენ ვენგერის გუნდი "დონკასტერს" ხვალ საღამოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, უმასპინძლებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
არსენალი მესუტ იოზილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები