გენტნერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გენტნერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა


გენტნერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

"შტუტგარტის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, კრისტიან გენტნერმა, ოპერაცია გაიკეთა და უახლოეს დღეებში რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.

გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში, "ვოლფსბურგთან" შეხვედრაში, გენტნერმა საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო და ის მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გენტნერს მსუბუქი ტვინის შერყევა ჰქონდა, ამიტომაც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და "შვაბების" პრესსამსახური იტყობინება, რომ კრისტიანი 2 კვირაში ნიღბით თამაშს შეძლებს.

32 წლის გერმანელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი არყოფნა "შტუტგარტს" ძალიან დაეტყობა.
ასევე იხილეთ თემაზე:
კრისტიან გენტნერი შტუტგარტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები