ვუდმა შესაძლოა ბორუსიას წინააღმდეგ ითამაშოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვუდმა შესაძლოა ბორუსიას წინააღმდეგ ითამაშოს


ვუდმა შესაძლოა ბორუსიას წინააღმდეგ ითამაშოს

"ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი, მარკუს გისდოლი, იმედს იტოვებს, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში გუნდს ბობი ვუდი დაუბრუნდება.

"ვუდი თითქმის იდეალურ ფორმაშია და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შანსია მისთვის. თუმცა ჯერ უნდა მოვითმინოთ, საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ", - აღნიშნა "დინოზავრების" გერმანელმა თავკაცმა.

24 წლის ამერიკელმა ფორვარდმა მუხლის მცირე დაზიანების გამო ბუნდესლიგის წინა მატჩი გამოტოვა, მაგრამ შესაძლოა ხვალ დორტმუნდის "ბორუსიასთან" დაბრუნდეს.

ვუდი "ჰამბურგის" ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 4 თამაშში 2 ბურთის გატანა მოასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები