ტოლისო: "შალკეს გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოლისო: "შალკეს გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი აქვს"


ტოლისო:

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კორენტინ ტოლისომ, გელზენკირხენის "შალკესთან" დღევანდელი მატჩის წინ "ველტინს-არენაზე" ისაუბრა.

"ვიცი, რომ "შალკეს" ძალიან კარგი სტადიონი აქვს - გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო და ბევრი გულშემატკივარი ჩვენს წინააღმდეგ იქნება. თუმცა ჩვენ ამას მიჩვეულნი ვართ. ეს ჩვენტვის დამატებით მოტივაცია იქნება", - აღნიშნა 23 წლის ფრანგმა

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი სტუმრად "შალკეს" დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები