სალიჰამიჯიჩი: "ლევანდოვსკი ყველაფერს მოედანზე ამტკიცებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სალიჰამიჯიჩი: "ლევანდოვსკი ყველაფერს მოედანზე ამტკიცებს"


სალიჰამიჯიჩი:

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, რობერტ ლევანდოვსკის მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"ამის გამო საერთოდ არ ვნერვიულობ. ლევანდოვსკი პასუხს მინდორზე იძლევა, სხვა დანარჩენი კი ჩემთვის უინტერესოა", - მოკლედ აღნიშნა ბოსნიელმა.

"რეკორდმაისტერის" ბოსების მიერ პოლონელი ფორვარდის გაკრიტიკებას ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მოჰყვა იმის შესახებ, რომ რობერტმა აგენტს მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებების წამოწყება სთხოვა.

რობერტ "ლევანგოლსკიმ" მიმდინარე სეზონი ჩვეულ სტილში დაიწყო და ამ ეტაპზე ჩატარებულ 7 ოფიციალურ თამაშში 9 ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები