ანჩელოტი-საკის: "მოტივაცია არ დამიკარგავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტი-საკის: "მოტივაცია არ დამიკარგავს"


ანჩელოტი-საკის:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ლეგენდარულ არიგო საკის უპასუხა და აღნიშნა, რომ საკუთარ მოვალეობას კვლავ დიდი გრძნობითა და მოტივაციით ასრულებს.

"მე თამაშისა და საკუთარ სამუშაოს ჯერ კიდევ უდიდესი გრძნობით ვუდგები. მომწონს მუშაობა და საკუთარი გუნდის სასიკეთოდ გადაწყვეტილებების მიღება.

დიახ, მართალია, რომ "ბაიერნს" ჯერ შესაფერისი დონის თამაში არ უჩვენებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ 7 ოფიციალური მატჩიდან 6 მოვიგეთ", - განაცხადა პაპა კარლომ.

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა თავკაცმა "ბაიერნის" თამაშზე საუბრისას აღნიშნა, რომ მწვრთნელები ასაკთან ერთად სურვილსა და მოტივაციას კარგავენ, რასაც ანჩელოტი არ დაეთანხმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები