„მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

„მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს


„მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

„მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას კახა კალაძეც მიიღებს. ამის შესახებ თავად კალაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, გადასაწყვეტი იყო იურიდიული საკითხი და გაირკვა, რომ მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

_ საქველმოქმედო მატჩში ვითამაშებ. იურიდიულად გასარკვევი იყო, შეიძლებოდა თუ არა, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვიღებ მონაწილეობას. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ მივიღებ ვითამაშებ, რაც ჩემთვისაც სასიამოვნოა _ ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება მაქვს, სწორედ ფეხბურთისა და სპორტის დამსახურებაა. მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ვთამაშობდი, ზოგი ჩემი მოწინააღმდეგე იყო, ზოგი ჩემი თანაგუნდელი, ჩამოვლენ და მონაწილეობას მიიღებენ ამ მატჩში, _ განაცხადა კალაძემ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი ქართველი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას მატჩში კალაძის გარდა.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს 21:00 საათზე დინამო არენაზე ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებთ საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები