სხირტლაძემ დუბლი ვაწაძეს შეასრულებინა და თავადაც გაიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სხირტლაძემ დუბლი ვაწაძეს შეასრულებინა და თავადაც გაიტანა


სხირტლაძემ დუბლი ვაწაძეს შეასრულებინა და თავადაც გაიტანა

დანიის თასზე ქართველთა საღამო იყო _ მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი დავით სხირტლაძეს ანგარიშზეა.

საქართველოს თასი კიელერუპ არენაზე _ ასეთი სათაური დაარქვეს მატჩის მიმოხილვა სლკებორგის ვებგვერდზე.

ქართველთა სილკებორგმა კი სტუმრად 6:0 მოუგო კიელერუპს. ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო, სხირტლაძემ ბოლომდე ითამაშა, ხოლო ვაწაძე 51-ე წუთზე შეცვალეს.

ვაწაძემ მეორე და მესამე გოლები გაიტანა და ორივე შემთხვევაში ასისტენტობა სხირტლაძემ გაუწია, შემდეგ დათომ თავად გამოიჩინა თავი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები