მოპოვებული პენალტი, გოლი და ასისტი - ხამესის დებიუტი შედგა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოპოვებული პენალტი, გოლი და ასისტი - ხამესის დებიუტი შედგა [VIDEO]


მოპოვებული პენალტი, გოლი და ასისტი - ხამესის დებიუტი შედგა [VIDEO]

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად გელზენკირხენის "შალკეს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 გაანადგურა.

ეს საღამო "რეკორდმაისტერის" კოლუმბიელი ახალწვეულის, ხამეს როდრიგესის, შოუდ გადაიქცა, რომელმაც ბუნდესლიგაში "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.

ხამესმა ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ გოლად აქცია. 5 წუთში კი როდრიგესმა ტოლისოს პასით "ბაიერნის" მაისურით თავისი პირველი ბურთი გაიტანა. მეორე ტაიმში ხამესმა არტურო ვიდალს ულამაზესი საგოლე პასიც გაუკეთა და "რეკორდმაისტერმა" მისი შედეგიანი მოქმედებებით 3:0 იმარჯვა.

5 ტურის შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდმა 12 ქულა დააგროვა და დროებით ბუნდესლიგის ლიდერი გახდა. ხამესმა კი ბუნდესლიგის ეგიდით მინდორზე პირველი 90 წუთი დაჰყო და ბრწყინვალე სანახაობა დადგა.

შალკე 0:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 - ლევანდოვსკი (24 პენ.), 0:2 - ხამესი (29'), 0:3 - ვიდალი (75').

შემადგენლობები

შალკე: ფიარმანი; კალიჯური, კერერი, ნალდო, ნასტასიჩი, ოშიპკა; ბენთალები, მაკ'კინი (ემბოლო 57'), გორეცკა; ჰარიტი (კანაპლიანკა 46'); ბურგშტალერი (დი სანტო 78').

ბაიერნი: ულრაიხი; კიმიხი, მარტინესი (ჰუმელსი 76'), ზიულე, რაფინია; რუდი, ტოლისო (ვიდალი 69'); ხამესი, მიულერი, კომანი; ლევანდოვსკი (ტიაგო 65').

მიმოხილვა

ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ხამეს როდრიგესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები