საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უეფას კონგრესს დაესწრებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უეფას კონგრესს დაესწრებიან


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უეფას კონგრესს დაესწრებიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი უეფას მე-13 რიგგარეშე კონგრესს დაესწრებიან, რომელიც ჟენევაში, 20 სექტემბერს გაიმართება.

სფფ-ის ხელმძღვანელები უკვე ჟენევაში იმყოფებიან და ევროპის სხვა ეროვნული ასოციაციების ხელმძღვანელებთან ერთად უეფას კონგრესამდე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ფედერაციების უმაღლესი პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის მთავარი თემა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების 2018-20 წლების შესარჩევი ტურნირები იყო, მათ შორის „ერთა ლიგა“, რომელშიც ევროპული ნაკრებები მომავალი წლიდან ჩაერთვებიან. ნაციონალური ასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეო-ასისტენტი მსაჯის (VAR) საკითხიც განიხილეს.

კონკრეტული გადაწყვეტილების დეტალები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები