VIDEO: სიმონე ძაძამ ჰეთ-თრიკი 8 წუთში შეასრულა, ვალენსიამ 5:0 იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: სიმონე ძაძამ ჰეთ-თრიკი 8 წუთში შეასრულა, ვალენსიამ 5:0 იმარჯვა


VIDEO: სიმონე ძაძამ ჰეთ-თრიკი 8 წუთში შეასრულა, ვალენსიამ 5:0 იმარჯვა

ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში "ვალენსიამ" "მალაგა" მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

მე-17 წუთზე ანგარიში სანტი მინამ გახსნა. 55-ე, მე-60 და 63-ე წუთებზე სიმონე ძაძამ სამი გოლის გატანა შეძლო.

86-ე წუთზე საბოლოო წერტილი როდრიგომ დასვა.

ამრიგად, "ვალენსიამ" იმარჯვა და ლა ლიგის მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება "მალაგას", გუნდი ჩემპიონატის ბოლო ადგილზეა - 5-დან 5-ვე წაგება, გოლები ერთი-თერთმეტზე.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები