ზარანდიას პოლონეთის თასზე დამატებით დროში გატანა უყვარს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზარანდიას პოლონეთის თასზე დამატებით დროში გატანა უყვარს


ზარანდიას პოლონეთის თასზე დამატებით დროში გატანა უყვარს

პოლონეთის თასის გათამაშების მერვედფინალში გოლით გამოიჩინა თავი პოლონური არკას შემტევმა ლუკა ზარანდიამ. მისმა გუნდმა კი სტუმრად დრამატულ ბრძოლაში 2:1 მოუგო პოდბესკიჟიეს.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო გამარჯვების გოლი ზარანდიამ 120-ე წუთზე გაიტანა. 21 წლის თავდამსხმელმა მატჩი სრულად ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ზარანდია პირველად არ ევლინება მხსნელად არკას. გასული სეზონის პოლონეთის თასის ფინალში, პოზნანის ლეხისასთან, ლუკამ 111-ე წუთზე გაიტანა და გუნდს თასი მოაგებინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები