რიბერიმ ჩინური კლუბის სარფიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რიბერიმ ჩინური კლუბის სარფიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა


რიბერიმ ჩინური კლუბის სარფიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა, ფრანკ რიბერიმ ჩინური კლუბისგან საკმაოდ სარფიანი წინადადება მიიღო, თუმცა მან "რეკორდმაისტერის" დატოვება არ გადაწყვიტა.

უცხოურ გავლენიან პრესაში იწერება, რომ ჩინელები მზად იყვნენ ფეხბურთელისთვის ძალიან კარგი კონტრაქტი გაეფორმებინათ. რიბერი ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებსაც მიიღებდა.

ბოლო 2 წლის განმავლობაში რიბერი ჩინურ კლუბებთან არა ერთხელ დააკავშირეს. ფეხბურთელს ყოველთვის ჰქონდა სარფიანი შემოთავაზებები, თუმცა ის ყველა მათგანს უარით ისტუმრებდა და კვლავ "ბაიერნში" რჩებოდა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მთავარი არა ფული, არამედ "ბაიერნი" და ამ გუნდთან ერთად მოპოვებული ტიტულებია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები