ჰესკიმ ოქსლეიდ-ჩემბერლინი გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰესკიმ ოქსლეიდ-ჩემბერლინი გააკრიტიკა


ჰესკიმ ოქსლეიდ-ჩემბერლინი გააკრიტიკა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ "ლესტერსა" და "ლივერპულს" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მერსისაიდული კლუბის ახალწვეული, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი გააკრიტიკა.

"ლივერპულს აუცილებლად უნდა მოეგო. თუმცა, გუნდი არ აღმოჩნდა საკმარისად მზად ამისთვის. პირველი გოლის ეპიზოდში, მოთამაშეებს ხელის შეშლა აშკარად შეეძლოთ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ოქსლეიდ-ჩემბერლინისგან მეტს ველოდი. უნდა დავივიწყოთ ის, თუ როგორ თამაშობდა "არსენალში". ჩვენ მისგან ფლანგზე აქტიურ თამაშს ველოდებით, თუმცა ამას ვერ ვხედავთ", - განაცხადა ემილ ჰესკიმ.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულსა" და "ლესტერს" შორის გამართული მატჩი "ლესტერის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა და "ლივერპული" ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები