მათე ვაწაძე: მენდობიან და ვამართლებ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მათე ვაწაძე: მენდობიან და ვამართლებ


მათე ვაწაძე: მენდობიან და ვამართლებ

დანიის თასის მეთექსმეტედფინალში მათე ვაწაძემ კიელერუპის 2 გოლი გაუტანა, ხოლო მისმა და დავით სხირტლაძის სილკებორგმა 6:0 მოიგო. მათე 51-ე წუთზე შეცვალეს, თორემ იქნებ მეტიც გაეტანა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან მათე ვაწაძემ ისაუბრა.

_ მენდობიან და მეც ვამართლებ, ამიტომაც გატანილი გოლებით ბედნიერი ვარ. თასის მატჩის ასეთი მოგება ჩვენთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე დღეში სუპერლიგაში კოპენჰაგენთან თამაში გვიწევს და მათ წინააღდეგ მეტი თავდაჯერებით გავალთ... ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ავირჩიე სილკებორგი აქ შექმნილი გარემო და გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეტერ სორენსენია, რომელთანაც ადრეც მიმუშავია. მისი სტილი, ტაქტიკა მომწონს და ეს მნიშვნელოვანია, _ განაცხადა ვაწაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაწაძემ ორივე გოლი სხირტლაძის პასით გაიტანა, რომელმაც სრულად ჩაატარა მატჩი და თავი გოლით თავადაც გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები