კლოპი: "ამ ყველაფრისგან დავიღალე!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "ამ ყველაფრისგან დავიღალე!"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ლიგის თასზე "ლესტერთან" (0:2) გამართული 1/16 ფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მეტოქემ ძალიან ადვილი გოლები გაიტანა.

ამასთანავე, გერმანელ სპეციალისტს პირველ ტაიმში თავისი გუნდის თამაში მოეწონა.

"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს ВВС.

"კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა ფეხბურთი 90 წუთს გრძელდება. დავიღალე იმისგან, რომ ისეთ გოლებს ვუშვებთ, როგორებიც დღეს გავუშვით".

"ლესტერმა" ძალიან ადვილი ბურთები გაიტანა", - დასძინა იურგენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები