ინტერმა თვალი ჩინური კლუბის 50-მილიონიან ნახევარმცველს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერმა თვალი ჩინური კლუბის 50-მილიონიან ნახევარმცველს დაადგა


ინტერმა თვალი ჩინური კლუბის 50-მილიონიან ნახევარმცველს დაადგა

"ცზიანსუ სუნინის" ნახევარმცველი, ალექს ტეიშეირა შეიძლება იანვარში "ინტერში" გადავიდეს, იტყობინება Tuttosport.

იტალიური გამოცემის თანახმად, 27 წლის ბრაზილიელი კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება უნდა.

აღინიშნება, რომ მილანელებს ამ ტრანსფერის განხორციელებაში ხელს ვერავინ შეუშლის, რადგან კომპანია Sunning Group ორივე კლუბის მფლობელია.

შეგახსენებთ, ტეიშეირა ჩინურ კლუბში 2016 წლის ზამთარში დონეცკის "შახტარიდან" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები