არსენალს უელბეკი სამი კვირით გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალს უელბეკი სამი კვირით გამოაკლდა


არსენალს უელბეკი სამი კვირით გამოაკლდა

"არსენალის" თავდამსხმელი, დენი უელბეკი საზარდულის ტრავმის გამო მინიმუმ სამ კვირას იუქმებს, იტყობინება BBC.

26 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "ჩელსისთან" (0:0) კვირას გამართულ მატჩში მიიღო.

აღინიშნება, რომ უელბეკი მინდორზე დაბრუნებას 14 ოქტომბერს, "უოტფორდთან" გასამართ შეხვედრაში შეძლებს.

ასე და ამგვარად, ინგლისელი შემტევი "მეთოფეებს" "დონკასტერთან" ლიგის თასის მესამე რაუნდის დაპირისპირებაში დააკლდება, გარდა ამისა "ვესტ ბრომვიჩთან" და "ბრაიტონთან" გასამართ საჩემპიონატო დაპირისპირებებსაც გამოტოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები