ნოიერი: "ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნოიერი: "ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა"


ნოიერი:

"ბაიერნის" კარის დარაჯს, მანუელ ნოიერს ფეხზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, 31 წლის გერმანელმა ტერფის ძვალი ვარჯიშზე მოიტეხა და მინდორზე დაბრუნებას ზამთრამდე ვერ შეძლებს.

"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა", - დაწერა ნოიერმა თვითერზე.

"მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის".

შეგახსენებთ, გასული სეზონის ბოლო ნაწილი ნოიერმა ასევე ტრავმის გამო გამოტოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები