ლევანდოვსკი რეალში გადასვლისთვის ემზადება — პოლონელი ესპანურ ენას სწავლობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი რეალში გადასვლისთვის ემზადება — პოლონელი ესპანურ ენას სწავლობს


ლევანდოვსკი რეალში გადასვლისთვის ემზადება — პოლონელი ესპანურ ენას სწავლობს

ბოლო კვირებია გერმანულ პრესაში აქტიურად განიხილება ჭორები იმის თაობაზე, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნის" დატოვება და "რეალში" გადასვლა უნდა.

ცეცხლზე ნავთი თავად რობერტმაც დაასხა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში მიუნხენელთა სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ გერმანულმა კლუბმა უფრო ძვირიანი ტრანსფერები უნდა განახორციელოს, თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა უნდა.

ცოტა ხნის წინ, მადრიდში ლევანდოვსკის შესაძლო გადასვლის თემა წამოჭრა ავტორიტეტულმა გაზეთმა, Sport Bild-მა. გამოცემის ინფორმაციით, რობერტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "რეალში" გადასვლისთვის ემზადება და უკვე ესპანური ენის კურსებს აქტიურად ესწრება.

მიმდინარე სეზონში 29 წლის პოლონელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა.

აქამდე, თავად რობერტმა უარყო "ბაიერნიდან" წასვლასთან დაკავშირებული ჭორები - "რეალზე" არსებულ საუბრებს "სისულელე" უწოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები