Bild: კოუტინიოს ტრანსფერი ბარსელონაში მიულერის გამო ჩაიშალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

Bild: კოუტინიოს ტრანსფერი ბარსელონაში მიულერის გამო ჩაიშალა


Bild: კოუტინიოს ტრანსფერი ბარსელონაში მიულერის გამო ჩაიშალა

"ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კატალონიის "ბარსელონას" თომას მიულერის სურვილის გამო ვერ შეუერთდა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ მერსესაიდული გრანდი მზად იყო დაეთმო ბრაზილიელი ნახევარმცველი იმ შემთხვევაში თუ მიუნხენის "ბაიერნიდან" მიულერის დამატებას შეძლებდა.

თუმცა ინგლისური გრანდის წინადადებას მიულერმა მტკიცე უარით უპასუხა, ვინაიდან მას მიუნხენური გრანდის დატოვება არ სურდა და ამგვარად კოუტინიოს ტრანსფერიც ჩაშალა.

ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას ესპანური გრანდი დიდი ხანი ცდილობდა, მაგრამ "ლივერპულს" ვერაფრით მოელაპარაკა და საბოლოოდ ბრაზილიელი "ენფილდზე" დარჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები