გორეცკა: "იმედგაცრუებულნი ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გორეცკა: "იმედგაცრუებულნი ვართ"


გორეცკა:

გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, მიუნხენის "ბაიერნთან" გუშინდელი თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი იმედგაცრუებულია.

"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, ჯერ გოლების დროს, შემდეგ კი მომენტების გაფუჭების მხრივ. წინ ჩვენ რომ გავსულიყავით, მატჩი განსხვავებული იქნებოდა. ჩვენი მკაფიო შანსის შემდეგ "ბაიერნმა" პენალტი მოიპოვა.

"შალკეს" უნდოდა, რომ საკუთარ მოედანზე რაღაცისთვის მიეღწია და ახლა ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ", - აღნიშნა ახალგაზრდა გერმანელმა.

"შალკე" ბუნდესლიგის მე-5 ტურში შინ 0:3 განადგურდა და 5 ტურის შემდეგ კვლავ 9 ქულა აქვს მოპოვებული.
ასევე იხილეთ თემაზე:
შალკე 04 ლეონ გორეცკა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები