ვერდი: "ბოლონია მეტს იმსახურებდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვერდი: "ბოლონია მეტს იმსახურებდა"


ვერდი:

"ბოლონიას" შემტევი ნახევარმცველი, სიმონე ვერდი, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მილანის "ინტერთან" შეხვედრაში ერთ ქულაზე მეტს იმსახურებდა.

"ვფიქრობ, მინდორზე დავამტკიცეთ, რომ მეტს ვიმსახურებდით. პენალტის ეპიზოდი კიდევ ერთხელ არის გადასახედი, რადგან იმ მომენტში აშკარა წესების დარღვევა არ ყოფილა.

ვგრძნობდით, რომ "ინტერი" მხოლოდ მკვდარი სიტუაციიდან თუ მოახერხებდა გოლის გატანას. შესაძლოა ერთი ქულით უკმაყოფილნი ვართ და მეტსაც ვიმსახურებდით, მაგრამ ბიჭებმა დიდებულად იმუშავეს", - აღნიშნა ვერდიმ.

"ბოლონიამ" "ნერაძური" სერია ა-ს მეხუთე ტურში შინ მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. 25 წლის იტალიელმა შემტევმა კი ანგარიში ულამაზესი შორეული დარტყმით გახსნა.
ასევე იხილეთ თემაზე:
სიმონე ვერდი ბოლონია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები