ედერი: "ინტერმა ორი ქულა დაკარგა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ედერი: "ინტერმა ორი ქულა დაკარგა"


ედერი:

მილანის "ინტერის" თავდამსხმელი, ედერ მარტინსი, მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა გუშინ საღამოს ორი ქულა უაზროდ დაკარგა.

"ვიცოდით, რომ "ბოლონია" პრობლემებს შეგვიქმნიდა ისე, როგორც "ნაპოლის" გაურთულა ცხოვრება. თუმცა ჩვენ "ინტერი" ვართ და ამ თამაშში ორი ქულა დავკარგეთ.

ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, ამიტომ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნებოდა. თუმცა როდესაც ვერ იგებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ აგებ. მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ.

უფრო კარგად უნდა დაგვეწყო და გარკვეულ ასპექტებში უკეთ გვეთამაშა. ახლა კი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა", - განაცხადა ედერმა.

"ნერაძურიმ" იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ქულები გუშინ, "ბოლონიასთან" გასვლით შეხვედრაში, დაკარგა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ედერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები