რუსეთის თასის ქართველი მაძიებელების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუსეთის თასის ქართველი მაძიებელების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა


რუსეთის თასის ქართველი მაძიებელების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა

რუსეთის თასის გათამაშების მეთექსმეტედფინალურ ეტაპზე რამდენიმე ქართველის გუნდი გამოეთიშა გათამაშებას.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო თორნიკე ოქრიაშვილის კრასნოდარის მარცხი ტომთან _ 1:2. თორნიკემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და 87-ე წუთზე ყვიტელი ბარათიც მიიღო. მანამდე გოლის გატანაც სცადა, მაგრამ „მაკრატელა“ დარტყმა არ გამოუვიდა.

კიდევ ერთი უმაღლესლიგელი, რომელიც თასს მიღმა დარჩა, ურალია. ეკატერინბურგელები სტუმრად 0:3 განადგურდნენ შინიკთან. გიორგი ჭანტურია ამჯერად განაცხადშიც არ იყო.

ჯაბა ლიპარტიასა და გიორგი ლორიას ანჟი ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ლუჩ ენერგიამსთან. ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, ხოლო ლორია განაცხადშიც ვერ მოხვდა. არადა, რამდენიმე დღის წინ 18-კაციან სიაში იყო, მაგრამ არც მაშინ უთამაშია.

ვერ გეტყვით ლორიას ტრავმა შეუბრუნდა თუ არა, მაგრამ გია გრიგალავა რომ ტრავმირებულია, ეს ფაქტია. მის გარეშე კი არსენალი სტუმრად 0:1 დამარცხდა ტამბოვთან და თასის მიღმა დარჩა.

თასიდან გავარდა ორენბურგივ, რომელიც შინ 0:2 დამარცხდა ყაზანის რუბინთან. სამატჩო განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა ელგუჯა ლობჯანიძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები