სუარესი: "იკარდი მაღალი კლასის მოთამაშე არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სუარესი: "იკარდი მაღალი კლასის მოთამაშე არ არის"


სუარესი:

მილანის "ინტერის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, "ნერაძურის" ამჟამინდელი კაპიტანი მაურო იკარდი გააკრიტიკა.

"ამ ეტაპზე "ინტერის" "ნაპოლისთან" და "იუვენტუსთან" შედარება ცოტათი გადაჭარბებული და ნაადრევი მეჩვენება. ამ მომენტისათვის ეს არის გუნდი, რომელიც ნელ-ნელა ეწყობა კარგი შემადგენლობითა და დიდებული მწვრთნელით.

მილანურ კლუბს "ნაპოლიმდე" და "იუვენტუსამდე" კიდევ ერთი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. წინა სეზონებში გუნდს თანმიმდევრულობა აკლდა და ბოლოს ყოველთვის ტყდებოდა.

სპალეტის კი შეუძლია, რომ მოთამაშეები იდეალურად დამუხტოს და გუნდს სტაბილურობა მოუტანოს. ის სერია ა-ს ვერ მოიგებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგად იმუშავებს.

იკარდი და პერიშიჩი მაღალ კლასის მოთამაშეები არ არიან. იკარდი ბომბარდირია, გუნდის კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. თუმცა მაურო სუპერვარსკვლავი ნამდვილად არ არის, რადგან ის მხოლოდ იტალიაში ბრწყინავს", - განაცხადა 82 წლის ესპანელმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუის სუარესი მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები